ჭეო – საუკეთესო წამალი.

თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტი უძველესი დროიდან გამოიყენება მედიცინაში. ჭეოს სამკურნალო თვისებები კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ჭეო – ფუტკრის პური, მტვერია, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ათავსებს ფიჭის უჯრედებში. მცენარეული (მტვრის მარცვლები) და ცხოველური (თვით ფუტკრები) ფერმენტების, ბაქტერიებისა და საფუარის სოკოს ზემოქმედებით მტვერში იზრდება რძის მჟავის შემცველობა, რომელიც აკონსერვებს ამ საკვებ ცილოვან-ლიპიდურ ნარევს. სწორედ მას ჭამენ ფუტკრები, ეს მათი პურია. ფუტკარი უთაფლოდ ძლებს, ჭეოს გარეშე კი იღუპება.
ყვავილის მტვრისგან განსხვავებით (რომელიც დიდი ხანია იყიდება) ჭეოს ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ასეთი ბიოლოგიური აქტიურობა არც ერთ ნატურალურ პროდუქტს არ გააჩნია. ჭეოში 20-ჯერ მეტი ვიტამინია, ვიდრე სტაფილოში. “ფუტკრის პური” შეიცავს პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ანტიმიკრობული თვისებების მქონე ფერმენტებს, ფიტოჰორმონებს, ამინომჟავებს – სულ 240 ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ჭეო მეფუტკრეობის ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია.
დღეში 6-7ც (10გ) მომწარო გემოს ჭეოს ძალიან პატარა ყავისფერი მარცვლის მიღება ორგანიზმს ამდიდრებს ყველა სასარგებლო ნივთიერებით, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაღლებს იმუნიტეტს. ვირუსული დაავადების დროს ჭეოს დოზა ორჯერ უნდა გაზარდოთ.
განსაკუთრებით ეფექტიანია ჭეოს მიღება ანემიის დროს – 2-3 კვირაში ჰემოგლობინის დონე ნორმამდე ადის. ფუტკრის პურით ასევე მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებებს, მეხსიერების დაკარგვას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ჰიპერტონიას, პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 5-10 გ ჭეოს მიღება.
ამ ნივთიერებით შეიძლება შევებრძოლოთ სიბერეს. ჭეო გასრისეთ კვერცხის გულში ან თაფლში და კვირაში 1-2-ჯერ წაისვით სახეზე.
მეფუტკრეებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზმი ითვისებს ჭეოს მხოლოდ აუცილებელ რაოდენობას. გახსოვდეთ, მისმა რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი, დააზიანოს ღვიძლი, თირკმლები, ელენთა. ასევე არარეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ.

http://www.kvirispalitra.ge/medicina/390-futkris-puri.html

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: კატეგორიის გარეშე. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

30 კომენტარი: ჭეო – საუკეთესო წამალი.

  1. მარიკა ამბობს:

    მივესალმები თქვენს საიტს, მაინტერესებს სად შეიძლება ჭეოსა და ფუტკრის რძის შეძენა? მყავს ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები საექსპორტო თაფლით.

    პატივისცემით
    მ.მ.

  2. mari ამბობს:

    ძალიან საინტერესო საიტიააა!

  3. მიშა ამბობს:

    მეც მომწერეთ მისამართი და ტელეფონის ნომერ . გმადლობთ

  4. jaba ამბობს:

    მომწონს ეს საიტი კარგია ეგრე გააგრძელეთ, წარმატებებს გისურვებთ.

  5. ციური ამბობს:

    სად შეიძლება შევიძინოთ ჭეო?

  6. ლეონტი ამბობს:

    ყვავილის მტვერი შეგიძლიათ შეიძინოთ მეფუტკრე ზურაბ თაქთაქიშვილთან.
    893 97 51 29.

  7. giorgi ამბობს:

    სად შეიძლება ვიყიდო ჭეო და როგორ მივიღო?

    • ლეონტი ამბობს:

      ჭეოს მიღება შეიძლება ჭეოიანი ფიჭებიდან გამოღებით და გამოშრობით, მეფუტკრეების უმრავლესობა ყვავილის მტვერს აგროვებს, ჭეოს ვინ აწაროებს ვერ გეტყვით.

  8. lile ამბობს:

    სად შეიძლება შევიძინო ჭეო ქუთაისში?

  9. ქეთევან ამბობს:

    გამარჯობა.
    სად შეიძლება ჭეოსა და ფუტკრის რძის შეძენა?
    გმადლობთ.

  10. ია ამბობს:

    ჭეო შეგიძლიათ შეიძინოთ ბარნოვზე თაფლის სახლი არის 53 სკოლის წინ. და ფუტკრის რძეც.

  11. ელენე ამბობს:

    გამარჯობა. 
    სად შეიძლება  დინდგელის შეძენა?

  12. ელენე ამბობს:

    გამარჯობა. 
    სად იყიდება დინდგელი?

  13. ანანუკა ამბობს:

    შეიძლება თუ არა მისი მიღება ,როდესაც ადამიანს აქვს თირკმლის სიმსივნე. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

  14. გიო ამბობს:

    გორში თუ იყიდება დინდგელი იცით ვინმემ ან ჭეო და საერთოდ ეს ყველაფერი?
    giorexa@mail.ru

  15. shalva ამბობს:

    ფუტკრის რძის ყვავილის მტვერის, ჭეოს, სანთელის ,დინდგელი და თაფლის შეძენა. T.593-40-88-05

  16. cisana ამბობს:

    ძალიან საინტერესო საიტია. მადლობთ ამ ინფორმაციისთვის, გაიხარეთ.

  17. შალვა კუჭავა ამბობს:

    ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ : თაფლი, რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი, სანთელი, ფიჭები, ინვენტარი და ა.შ. 599-65-94-17

  18. David ამბობს:

    რა დოზით და რანაირად უნდა მივიღოთ ფუტკრის მტვერი?

  19. ნინო ამბობს:

    გამარჯობათ
    c ჰეპატიტთან დაკავშირებით მაინტერესებს, ხომ არ იცით როგორ მოქმედებს ჭეო?
    წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის.

  20. ana ამბობს:

    გამარჯობა, მაინტერესებს რამდენი ხანი შეიძლება ჭეოს მიღება, მე როგორც მირჩიეს ძალიან კარგი და სასარგებლოა,საღამოს, 1 ყავის ჭიქაში 1 სუფრის კოვზის არევა და დილით უზმოზე მიღება.მაინტერესებს ეს მეთოდი თუ კარგია და რამდენი ხანი უნდა ვსვა.როგორც წავიკითხე გადაჭარბებული დოზა უარყოფითად აისახება ბევრ რამეზე.

    წინასწარ გიხდით დიდ მადლობას პასუხისთვის.

  21. გიორგი ამბობს:

    გამარჯობა
    მაინტერესებს როგორ პირობებში შეიძლება ჭეოს შენახვა, (მაცივარი სჭირდება თუ არა) და როგორია მისი მიღების წესი, წინასწარ მადლობა.

  22. sopho ამბობს:

    იყიდება ფუტკრის რძე, ფასი შეთანხმებით.

    ტელ.: 555 314 123

  23. ana ამბობს:

    სიმაღლეში საზრდელად რომელი გამოგვადგება? და რამდენ სანტიმეტრს გაგვზრდის?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>